ტკბილი წიწაკის მხალი ნიგვზითა და ბროწეულით

ტკბილი წიწაკის მხალი ნიგვზითა და ბროწეულით

ინგრედიენტები

ტკბილი წიწაკა - 4 ცალი

ხახვი - 1 თავი

ქინძი - 1 კონა

ნიორი - 3 კბილი

უცხო სუნელი - 1 ჩ/კ

ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ

გატარებული ნიგოზი - 50 გ

ზეთი - ცოტაოდენი

ბროწეულის მარცვლები - 2-3 ს/კ

მარილი და წიწაკა

ძმარი

მომზადების წესები

წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი, წავუსვათ ზეთი და დაახლოებით 15 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ წიწაკებს კანი დაებრაწება, შემდეგ კანი გავაცალოთ, სიგრძეზე წვრილ ზოლებად დავჭრათ და გავწუროთ, წვენი რომ გაუვიდეს.

წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი, დავუმატოთ დაკეპილი ნიორი, სანელებლები, ნიგოზი, ძმარი და კარგად ავზილოთ. ნიგვზის მასა შევურიოთ წიწაკას და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.