ინგრედიენტები
ინგრედიენტები ცომისთვის
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 180 გრ
თაფლი - 4 სკ
კაკაო - 4 სკ
სოდა - 1 ჩკ
ფქვილი - 250 გრ
ინგრედიენტები კრემისთვის
კარაქი - 200 გრ
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
ვანილი - 1 ჩკ
კაკაო - 1 სკ
ინგრედიენტები მინანქრისთვის
შავი შოკოლადი - 50 გრ
მცენარეული ზეთი - 1 სკ
მომზადების წესები
ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, კაკაო, ფქვილი და სოდა. სასურველი ზომის გამოსაცხობ ფორმაზე ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ (ეს მასა 2 ან ფირფიტას ეყოფა, ლანგრის ზომას გააჩნია). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით (მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ).
ფირფიტები ორ ნაწილად გაჭერით, გვერდები ჩამოაჭერით და დააქუცმაცეთ (მათ მოსართავად გამოვიყენებთ).
ოთახის ტემპერატურის კარაქი გათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ - ვანილი და კაკაო. მიღებული კრემი ფირფიტებზე გადაანაწილეთ. მორთეთ დაქუცმაცემული ბისკვიტითა და გამდნარი შოკოლადით.