ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს.

თუმცა, თიბისი დაზღვევა სვამს კითხვას - იცი თუ არა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების დადგომისას რა აგინაზღაურდება? უფრო ნათლად რომ გითხრათ, კითხვა შემდეგია: შენი აზრით, რას აზღვევ, როცა ბინას აზღვევ?

შენი პასუხი, შენ გვითხარი. თიბისი დაზღვევის კი მარტივია: აზღვევ ბევრად მეტს, ვიდრე გეგონა.

https://www.facebook.com/tbcinsurance/videos/845689946247569

თითოეულ სახლში ასობით ნივთია, ამ ნივთებიდან კი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უამრავი ნივთიდან, ძალიან ბევრი სწორედ ბინის დაზღვევით არის დაცული. იქნება ეს, მაცივარი, ტელევიზორი, ლეპტოპი, სკამი თუ მაგიდა. რაც მთავარია, რემონტი და შიდა მოპირკეთებაც არ უნდა დაგავიწყდეს, ვინაიდან, მართლა ბევრად მეტს აზღვევ, ვიდრე გეგონა.

და ისიც გაითვალისწინე, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბინის დაზღვევის შეძენა, თვეში მხოლოდ 12 ლარიდან შეგიძლია.

გაიგეთ მეტი: https://rebrand.ly/property-insurance