სამეფო საუზმე „გლეხური“ ინგრედიენტებით - არავინ მიჯერებს, რომ ასე მარტივად მზადდება

სამეფო საუზმე „გლეხური“ ინგრედიენტებით - არავინ მიჯერებს, რომ ასე მარტივად მზადდება

ინგრედიენტები

ხახვი - 1 პატარა (ან დიდის ნახევარი)

პამიდორი - 1 ც

კვერცხი - 3 ც

ყველი - 50 გ

პური - 2 ნაჭერი

კარაქი ან ზეთი - 1 სკ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

სასურველი მწვანილი - სურვილისამებრ

მომზადების წესები

ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფა გაახურეთ, კარაქი დაადნეთ (ან ზეთი დაასხით) და ხახვი მოთუშეთ.

ყველი გახეხეთ.

პურის ნაჭრები და პამიდორი კუბიკებად დაჭერით.

ხახვი ნახევრად რომ მოითუშება, მარილი და პილპილი დააყარეთ და პამიდორი დაუმატეთ. პამიდორი წვენს რომ თითქმის დაიშრობს, პური დაუმატეთ და ამოურიეთ. პური ცოტათი უნდა დაიბრაწოს.

კვერცხი ჩანგლით გათქვიფეთ და ტაფაზე დაასხით. თავზე ყველი მოაყარეთ და სურვილისამებრ, მწვანილი. გაზი გამორთეთ, ტაფას თავი დაახურეთ და 2-3 წუთი დააყოვნეთ.