ინგრედიენტები
კარტოფილი - 500 გ
სტაფილო - 250 გ
ნიახურის ძირი - 200 გ
ხახვი - 120 გ
ნიორი - 2 კბილი
ბულიონი - 1 ლ
მარილი
ზეთი - 3 ს/კ
წითელი წიწაკა, დაღერღილი
მომზადების წესები
დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და ნიახურის ძირები მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბულიონი და მოვხარშოთ.
ცალკე ტაფაზე, ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ მოხარშულ ბოსტნეულს.
შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში, დავახეხოთ ნიორი, მოვურთოთ წიწაკა და მარილი და ბლენდერში ავთქვიფოთ.