ცივი, ჭარხლის წვნიანი

ცივი, ჭარხლის წვნიანი

ინგრედიენტები

კარტოფილი - 3 ცალი

კამა - 50 გრ

მწვანე ხახვი - 100 გრ

ბოლოკი - 300 გრ

კიტრი - 3 ცალი

წყალი - 3 ლ

ძმარი - 2 სკ

შაქარი - 1/2 სკ

ჭარხალი - 5 ცალი

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

კვერცხი

არაჟანი

მომზადების წესები

კარგად  გარეცხილ,  კანგაცლილ  ჭარხალს  დავასხათ  წყალი  და   მივიყვანოთ  ადუღებამდე.  ჩავასხათ  ძმარი,  ჩავყაროთ  შაქარი,  დავაფაროთ  ქვაბს თავი  და  დავტოვოთ  ნელ  ცეცხლზე  20  წუთი.

ამოვიღოთ  ჭარხალი, გავაგრილოთ,  დავხეხოთ  მსხვილად  და  კვლავ  ჩავაბრუნოთ  ნახარშში.

მოხარშული  კარტოფილი, ბოლოკი  და  კიტრი  დავჭრათ  პატარა  კუბიკებად, ჩავამატოთ  ჭარხლის  ნახარშს,  ჩავყაროთ  წვრილად  დაჭრილი  მწვანე  ხახვი  და  კამა,  ვუყოთ  მარილი  და  ძმარი.  შევდგათ  მაცივარში  და  გავაციოთ.

სუფრასთან   მიტანისას,  თითოეულ  ულუფას  ჩავამატოთ  შუაზე  გაჭრილი,  მოხარშული  კვერცხი  და   არაჟანი.