ინგრედიენტები
ნიახური - 70 გ
მარილი
ყვითელი ყვავილი - 1 ს.კ
უცხო სუნელი - 1 ს.კ
ნიორი - 1 თავი+ 3-5 კბილი
ცხარე წიწაკა, მწვანე - გემოვნებით
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1-2 ცალი
ხახვი - 3 თავი
პამიდორი - 1.5 კგ
ოხრახუში - 70 გ
ქინძი - 70 გ
ძმარი - 120 მლ
ზეთი - 100 მლ
მომზადების წესები
პამიდორი დაჭერით, მოაყარეთ 1 ს.კ მარილი და დატოვეთ 2 საათი. შემდეგ გამოსული წვენი მთლიანად გადაუწურეთ.
ხახვი ალყა-ალყად დაჭერით, დაამატეთ ზეთი, სუნელები და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. შეურიეთ დაჭრილ პამიდორს. შემდეგ წამოადუღეთ ძმარი, 1-2 წუთი გააგრილე და მოასხით ბოსტნეულის მასას. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ფირფიტებად დაჭრილი ნიორი და მწვანილები. გადაიტანეთ კონტეინერში, დააფარეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ დღე გამოიღეთ, კარგად შეანჯღრიეთ და შეაბრუნეთ უკან.
განსაკუთრებით უხდება ხორცეულს და ლობიოს.