ინგრედიენტები
კვერცხი - 3-4 ც
ზეითუნის ზეთი - 2-3 სკ
კარაქი - 1 სკ
ტკბილი მწვანე წიწაკა - 3-4 ც
პამიდორი, კანგაცლილი - 2 ც
ყველი ფეტა - 1/3 ჭიქა (ან თქვენთვის სასურველი სხვა ყველი)
მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი
მომზადების წესები
მწვანე წიწაკა დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. დაუმატეთ ცოტა კარაქიც უფრო ინტენსიური გემოსთვის.
გახეხეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით კანგაცლილი პამიდორი და დაუმატეთ წიწაკას. დაახლოებით, 4-5 წუთში დაუმატეთ წითელი წიწაკის ფანტელები და ყველი. კარგად ამოურიეთ. 1 წუთის შემდეგ ჩაახალეთ 3-4 კვერცხი და ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ (კვერცხი რომ დაიშალოს და მთელ ტაფაზე გადანაწილდეს). კვერცხი რომ მომზადდება, მზად არის.