შემოდგომის მშვენება - ვაშლის ორცხობილა ნიგვზით, ქიშმიშითა და თაფლით

შემოდგომის მშვენება - ვაშლის ორცხობილა ნიგვზით, ქიშმიშითა და თაფლით

ინგრედიენტები

ნიგოზი - 100 გრ

ვაშლი - 6 ცალი

ქიშმიში - 100 გრ

თაფლი - 3 სკ

ლიმონი - 1 ცალი

დარიჩინი - 1 ჩკ

ნაღები 33% - 100 მლ

კვერცხი - 2 ცალი

მომზადების წესები

ვაშლი გაჭერით ორ ნაწილად და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, გამოაცხვეთ 40 წუთით 140 გრადუსზე.

ნაღებს დაუმატეთ კვერცხი. შეურიეთ ლიმონი, ნიგოზი, დარიჩინი, ქიშმიში და თაფლი.  შეავსეთ ქვედა ნახევრები მიღებული ნარევით და დააფარეთ ზედა ნახევრები. გადაიტანეთ თითოეული ვაშლი ფოლგაში, რომ ხილმა  ფორმა შეინარჩუნოს.

გამოაცხვეთ 140 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.