ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
ბროკოლი - 1 პატარა თავი
არაჟანი - 1 ჭიქა
კვერცხი - 3-4 ცალი
საფანელი - 0,5 ჭიქა
გახეხილი ყველი - 0,5 ჭიქა
მარილი და პილპილი
კარაქი - 1-2 ჩ/კ
მომზადების წესები
ყველი და საფანელი ერთმანეთში ავურიოთ. კომბოსტო და ბროკოლი დავანაწევროთ პატარა ნაწილებად და მდუღარე მარილიან წყალში 3-4 წუთი ვადუღოთ, სანამ დარბილდება, შემდეგ ამოვიღოთ და ცივი წყალი გადავავლოთ.
კვერცხი, არაჟანი, ცოტაოდენი წყალი, მარილი და პილპილი გავთქვიფოთ.
ფორმას წავუსვათ ცხიმი, ზედ გავანაწილოთ კომბოსტო, მოვასხათ არაჟნისა და კვერცხის ნარევი ისე, რომ ძირში მოხვდეს და მოვაყაროთ მომზადებული საფანელი.
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად დაიბრაწება.