პიცა ბაგეტით - სწრაფი და იოლი

პიცა ბაგეტით - სწრაფი და იოლი

ინგრედიენტები

კეტჩუპი

მაიონეზი

გახეხილი ყველი

ძეხვი - 200 გ

პამიდორი - 2 ცალი

კარაქი

ბაგეტი - 1 ცალი

პილპილი

სასურველი მწვანილი

მომზადების წესები

დავჭრათ ბაგეტი სასურველ ზომაზე, გავყოთ შუაზე, ამოვაცალოთ რბილი ნაწილი და დავტოვოთ ძირი და გვერდები.

კარგად წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ დაჭრილი ძეხვი, დაჭრილი პომიდორი, გახეხილი ყველი ან მდნარი ყველის ნაჭერი.

მოვრთოთ მაიონეზით და კეჩუპით, მოვაყაროთ შავი წიწაკა და სასურველი მწვანილი(ორეგანო, რეჰანი, ორახუში...). შევდგათ 200 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.