შინ გამომცხვარი პურის საუკეთესო რეცეპტი

შინ გამომცხვარი პურის საუკეთესო რეცეპტი

სახლში გამომცხვარ პურს არაფერი ჯობს, ჯანმრთელია, ბევრად ფუმფულა და გემრიელი. ამიტომაც მოგიმზადეთ პურის ყველაზე მარტივი რეცეპტი, რომელსაც მინიმალური ინგრედიენტები და ცოტა დრო ჭირდება.

ინგრედიენტები

თბილი წყალი - 650 მლ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 2 ჩ/კ

მშრალი საფუარი - 2,5 ჩ/კ

ფქვილი - 1 კგ

მომზადების წესები

მოზილეთ რბილი ცომი ინგრედიენტების სათითაოდ დამატებით. ფქვილი იმდენი ჩაყარეთ, რამდენიც გჭირდებათ, შესაძლოა, 1 კგ-ზე ცოტაც გამოიყენოთ. მოზელილი ცომი გააჩერეთ თბილ ადგილას, რათა აფუვდეს.

როცა ცომი კარგად ამოფუვდება, გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და ერთ-ერთი მათგანი ჩადეთ ფორმაში. კვლავ გააჩერეთ ცოტა ხანი.

აცხვეთ პური 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის სპეციალური საცხობი.