ინგრედიენტები
ფქვილი - 300 გრ
ხაჭო - 200 გრ
კვერცხი - 3 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
ზეთი - 300 მლ
ყავისფერი შაქარი - 2 სკ
შაქრის პუდრა - 1 სკ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
ზღვის მარილი გემოვნებით
მომზადების წესები
წვრილად გახეხეთ ლიმონის ცედრა. ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი. დაამატეთ ხაჭო და ლიმონის ცედრა.
გააზავეთ ფქვილში გამაფხვიერებელი და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ გამზადებულ მასას.
ცომი დაჭერით პატარა ბურთულებად, დაამუშავეთ ხელით და შეწვით 180 გრადუსზე მანამ, სანამ არ გახდება ოქროსფერი შეფერილობის.