სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით

სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით

ინგრედიენტები

კარაქი - 50 გ

საქონლის სტეიკის ფილე - 800 გ (4 ნაჭერი)

ბრენდი - 3 ს/კ

პილპილის მარცვლები - 2 ს/კ

დიჟონის მდოგვი - 1 ჩ/კ

სქელი ნაღები - 150 მლ

ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა) - მწიკვი

წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ

კარტოფილის პიურე და ბროკოლი - გარნირად

მომზადების წესები

ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავაწყოთ სტეიკის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ სასურველ კონდიციამდე.

თუ სპეციალურად სასტეიკე ხორცია, 4-დან 6 წუთამდე სრულებით საკმარისია, ხოლო თუ ქართული ძროხის ხორცია, შესაძლოა, დრო ცოტა მეტი დასჭირდეს.

ამ შემთხვევაში უპირატესობა ხბოს ხორცს მივანიჭოთ, მალე რომ მომზადდეს. სტეიკები შევახვიოთ ფოლგაში 5 წთ.

ნამწვავ ცხიმს დავუმატოთ ბრენდი, 15 წამში - პილპილი, მდოგვი, ბეგქონდარა, ნაღები და 2-3 წუთი ვადუღოთ, შევურიოთ მარილი. სტეიკები მივირთვათ ბროკოლის, პიურესა და სოუსის თანხლებით.