ინგრედიენტები
მაკარონი კანელონები - 400 გ
შერეული ხორცის ფარში - 800 გ
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
მჟავე კიტრი - 2 ცალი
პომიდორი - 600 გ
ყველი (მაგარი სახეობის) - 300 გ
ნიორი - 2 კბილი
სოიოს სოუსი - 3 ს/კ
მაიონეზი - 6 ს/კ
სასურველი მწვანილი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
იმისათვის, რომ მაკარონის ფარშირება არ გაგიჭირდეთ, მოხარშეთ ის მარილწყალში 5 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი.
გაფცქვენით ხახვი, დაჭერით კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში, სანამ არ გაოქროსფრდება.
სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილად, მჟავე კიტრი დაჭერით კუბიკებად, ყველიც გახეხეთ მსხვილად.
ხორცის შერეულ ფარშს დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, სტაფილო, კიტრი და ყველი. შეკმაზეთ მარილითა და პილპილით, დაუმატეთ სასურველი მწვანილი და კარგად აურიეთ.
ახლა მოამზადეთ სოუსი: გაფცქვნილი პომიდორი, ნიორი და მწვანილი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ახლა შეუდექით მაკარონის დაფარშვას: თუ გაქვთ კულინარიული ტომარა, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. თუ არადა ამისთვის ჩაის კოვზიც გამოდგება.
გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით კარაქი და დაალაგეთ მჭიდროდ ერთმანეთთან ფარშირებული მაკარონები.
მოაყარეთ გახეხილი ყველის 2/3-დი, მოასხით ტომატის სოუსი, გადააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
კერძის მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოხსენით ფოლგა, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთი.