საოცრად გემრიელი, სწრაფი პიცა ლორითა და სოკოთი

საოცრად გემრიელი, სწრაფი პიცა ლორითა და სოკოთი

ინგრედიენტები

ფქვილი - 650 გ

საფუარი - 14 გ

შაქარი - 2 ჩ/კ

ტომატის სოუსი - 8 ს/კ

ხმელი ორეგანო - 2 ჩ/კ

ქამა სოკო - 125 გ

ძეხვი "სალიამი" - 50 გ

ლორი - 80 გ

პომიდვრის ჩირი - 75 გ

მოცარელა - 350 გ

ბაზილიკი ან შაშკვლავი - 10 ფოთოლი

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ჯამში აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და 0,5 ჩ/კ მარილი.

დაუმატეთ დაახლოებით 350 მლ თბილი წყალი და სწრაფი მოძრაობით მოზილეთ რბილი, მაგრამ არა წებოვანი ცომი. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ კიდევ ფქვილი ან პირიქით წყალი.

ზილეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე 5 წუთის განმავლობაში.

გააკეთეთ გუნდა და გააჩერეთ 15 წუთი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დააფინეთ პერგამენტი ლითონის ფირფიტაზე.

ტომატის სოუსს შეურიეთ ორეგანო. გაყავით ცომი 4 ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული თხლად, გადაიტანეთ ერთი ფენა გამოსაცხობ ფირფიტაზე და წაუსვით ტომატის სოუსი.

მოაწყვეთ ზემოდან გულსართი პიცის 4 ვარიანტისთვის: სოკოთი, ლორით, სალიამით, პომიდვრის ჩირით. დაუმატეთ დაჭრილი ყველი, მოათავსეთ ლორიანი პიცა ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.

ცხელ-ცხელ პიცას მოაყარეთ მწვანე ბაზილიკის ფოთლები და მიიტანეთ სუფრასთან.