ორაგულის მომზადების განსხვავებული მეთოდი

ორაგულის მომზადების განსხვავებული მეთოდი

ინგრედიენტები

მდოგვი - 150 გრ

კამა - 1 კონა

ლიმონი - 1 ცალი

ზეითუნის ზეთი - 2 სკ

ორაგული - 4 ნაჭერი

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ჩახეხეთ მდოგვში 4 კბილი ნიორი და ლიმონის ცედრა.

შემდეგ. ჩაწურეთ ლიმონის წვენი. მოაყარეთ მწიკვი მარილი, წვრილად დაჭრილი კამა, 2 სკ ზეითუნის ზეთი.

კარგად მოურიეთ და წაუსვით საცხობ ქაღალდზე მოთავსებულ ორაგულის ნაჭრებს. დაუდეთ ირგვლივ 4 ნაჭერი ლიმონი და შედგით ღუმელში. 450 გრადუსზე, 10 წუთით.