საქონლის ხორცით ფარშირებული ბულგარული წიწაკა – ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულს

საქონლის ხორცით ფარშირებული ბულგარული წიწაკა – ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულს

ინგრედიენტები

ბულგარული წიწაკა - 10 ცალი

პომიდორი - 2 ცალი

სტაფილო - 2 ცალი

ხახვი - 1 ცალი

საქონლის ხორცის ფარში - 400 გრ

ბრინჯი - 100 გრ

წყალი - 150 მლ

მარილი - 1 ჩკ

დაფნის ფოთოლი - 1 ცალი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

მოთუშეთ გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ საქონლის ხორცის ფარში. მოგვიანებით –ბრინჯი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, ბოლოს მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და დაასხით წყალი. დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ 10-15 წუთით, შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი და მასა მზადაა.

გაამზადეთ ბულგარული წიწაკა, გაათავისუფლეთ თესლებისაგან და წვრილად დაჭერით პომიდორი.

გადაიტანეთ მზა მასა ბულგარულ წიწაკებში, ზემოდან მოათავსეთ 1 ცალი პომიდვრის ნაჭერი, გადმოაპირქვავეთ და ისე მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე. გადაუსვით ცხიმი ბულგარულ წიწაკებს, ჩაასხით 1 ჭიქა წყალი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. როდესაც შეამჩნევთ, რომ დაიწყო ბულგარული წიწაკის ზედა ნაწილმა წვა, გადააფარეთ საცხობი ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა.