პამიდვრის საწებელი, ჩვეულებრივ, ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში მზადდება. კარგად მომზადებული საწებელი ძალიან გემრიელი და ქართული სუფრის შეუცვლელი ნაწილია.
ქაფს რომ აღარ იგდებს და ცოტა შესქელდება, საკმარისია დუღილი.
დაასხი თეფშზე, ცოტა ხანში ნახე. წყალს თუ არ მოიკიდებს გარშემო და ერთგვაროვანი დარჩება, ე. ი. მზადაა.
ქაფი მოხადეთ რაც აქვს და კარგად რომ დაწითლდება, ეყოფა.
ქაფი მოაცილეთ და კარგად რომ შესქელდება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მზადაა.
ადუღებიდან 1 საათი დაბალ ცეცხლზე.
მანამ ადუღე, სანამ წყალი არ ამოშრება თეფშზე. რომ დაასხამ, ცალ-ცალკე არ უნდა წავიდეს და მაშინ მზად არის.
ზოგს ძალიან სქელი მასა არ უყვარს. სქელი ტომატპასტაა და კეტჩუპი. საწებელს ადუღებიდან 20 წუთი ყოფნის. ერთი თითის სისქეზე მაინც უნდა დაიწიოს ქვაბში მასამ. მდუღარე ჩაასხით გაპილპილებული, რომ ზედმეტი ჰაერი გამოიდევნოს.