ინგრედიენტები
ფეტვი - 200 გრ
სოკო ( შამპინიონი) - 700 გრ
ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი - 2 ლიტრი
ხახვი - 3 ცალი
ნიორი - 4 კბილი
სოიოს სოუსი
ნიგოზი - 2 ჭიქა
ოხრახუში - 1 კონა
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
კარგად გარეცხეთ ფეტვი ცივ წყალში, შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით 1300 მლ წყალი. დაელოდეთ ადუღებას. დაამატეთ ცოტა მარილი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. შეინახეთ თბილად.
წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. სოკო – საშუალო ზომის ნაჭრებად.
დადგით დიდი ზომის ქვაბი ცეცხლზე, დაასხით 20 მლ ზეთი. ჩაყარეთ ხახვი და ნიორი და მოურიეთ ხშირად.
დაამატეთ სოკო და დააყოვნეთ 15 წუთი.
დაასხით ბულიონი, მოხარშეთ 5 წუთი.
ღუმელი გააცხელეთ180 ° ზე. გაჭერით სიგრძეზე პური(უმჯობესია ბაგეტი) მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. იქვე შეგიძლიათ განათავსოთ ნიგოზიც. შედგით ღუმელში 175 გრადუსზე და დააყოვნეთ ნიგოზი–5 წუთი, პური კი 10 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.