უმარტივესი და სასარგებლო სტაფილოს ნამცხვრის ბურთულები

უმარტივესი და სასარგებლო სტაფილოს ნამცხვრის ბურთულები

ინგრედიენტები

ქოქოსის ფანტელი - 200 გ

დაფქული დარიჩინი - 1 ჩკ

დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) - 1 სკ

დაჭრილი ნიგოზი - 50 გ

სტაფილო - 1 ც

შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) - 75 გ

კვერცხის ცილა - 4 ც

მწიკვი მარილი

მომზადების წესები

ერთმანეთს შეურიეთ ქოქოსის ფანტელი, გახეხილი ჯანჯაფილი და დარიჩინი.

დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი, გახეხილი სტაფილო, შაქარი, კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი.

კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და მოათავსეთ ქაღალდდაფენილ ფორმაზე. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთით.