ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 200 გრ
არაჟანი - 150 გრ
ზეთი - 150 მლ
გამაფხვიერებელი - 10 გრ
ფქვილი - 350 გრ
ვანილი
ქლიავი
მომზადების წესები
თასში მოვათავსოთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, გავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული, არაჟანი, ზეთი, ბოლოს - მშრალი ინგრედიენტები.
მიღებული მასა მოვათავსოთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაზე, ქლიავი დავჭრათ და თავზე მოვაწყოთ.
ვაცხობთ 180°ზე 45 წთ, მზას მოაყარეთ შაქრის პუდრა, მართლაც უგემრიელესია!