ქათმის რულეტები ყველით და ბროკოლით

ქათმის რულეტები ყველით და ბროკოლით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 4 ცალი

ბროკოლი - 200 გ

მდნარი ყველის ფირფიტები - 150 გ

მარილი და პილპილი

პაპრიკა

მომზადების წესები

ბროკოლი 2-3 წუთი მოწალეთ მარილიან წყალში.

ქათმის ფილე კარგად დაბეგვეთ, მოაყარეთ პაპრიკა,  მარილი და პილპილი.  ფილეს ნაჭერზე დაადეთ  ყველის ფირფიტა,  ბროკოლის რამდენიმე პატარა ყვავილედი, გადაახვიეთ და დაამაგრეთ ჩხირით.

შეწვით ტაფაზე, ცოტაოდენ ცხიმში  ყველა მხრიდან ან ღუმელში, 180-200 გრადუსზე 15-20 წუთი.