თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პირველ საპრეზიდენტო დებატებში გაიმარჯვა.
„პრეზიდენტი ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მან დებატების დროს ის ბრძოლა აჩვენა, რომლის ხილვა ამერიკელ ხალხს სურდა. ამერიკელ ხალხს სურდა პრეზიდენტს ისე დაესვა ჯო ბაიდენისთვის კითხვები, როგორც ამას მედია არასდროს აკეთებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
30 სექტემბერს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართა