ინგრედიენტები
ბროკოლი - 1 თავი
ხახვი - 1 ცალი
კარაქი - 50 გრ
ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 200 გრ
ნიორი - 2 კბილი
არაჟანი - 100 გრ
ყველი პარმეზანი - 100 გრ
ორეგანო
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები
გაადნეთ კარაქი ტაფაზე და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი.
დაჭერით ბროკოლი, დაამატეთ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
2 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ არაჟანი. მოაყარეთ ორეგანო.
დაელოდეთ მანამ, სანამ ოდნავ წამოდუღდება და დაამატეთ გახეხილი ყველი. 5 წუთიც და კერძი მზადაა.