ინგრედიენტები
კარაქი - 4 სკ
ზეითუნის ზეთი - 1 სკ
ხახვი - 1 ცალი
სოკო - 500 გრ
თეთრი ღვინო - 2 სკ
ოხრახუში
ნიორი - 4 კბილი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები
საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი ზეთში. დაუმატეთ ხახვი, მოურიეთ სანამ არ დარბილდება, დაგჭირდებათ დაახლოებით 3 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სოკო. მოთუშეთ 4–5 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
შეგიძლიათ გემოვნებით ღვინოც დაამატოთ, რაც სოკოს განსაკუთრებულ გემოს მისცემს.
ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი ნიორი. მარილი და პილპილი გემოვნებით.