ინგრედიენტები
კვერცხი - 2 ც
რძე - 175 მლ
ერითრიტი ან სხვა ნებისმიერი შაქრის შემცვლელი - 3 სკ
ქოქოსის ფანტელი - 50 გ
ფქვილი - 200 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
მწიკვი ვანილი და მარილი
მომზადების წესები
კვერცხი გათქვიფეთ მარილთან და შაქრის შემცვლელთან ერთად (შეგიძლიათ, შაქარი გამოიყენოთ), დაუმატეთ რძე, შემდეგ - დანარჩენი ინგრედიენტები.
ხელით გააკეთეთ პატარა გუნდები, გადაიტანეთ ლანგარზე, მსუბუქად ჩაპრესეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.