ინგრედიენტები
კვერცხი - 10 ც
შაქარი - 220 გ
რძე - 1,5 ლ
კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა.
ფორმას (24 სმ დიამეტრი) წაუსვით კარაქი, ძირზე გამოსაცხობი ქაღალდი დააფინეთ, გადაიტანეთ მომზადებული მასა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 50 წუთით.