ინგრედიენტები
ხმელი პიტნა - 1 ჩ.კ
კვერცხი - 3
ხახვი - 2
ოხრახუში - 1 კონა
მაგარი ყველი, გახეხილი - 1/3 ჭიქა
საქონლის ან ცხვრის ფარში - 300 გ
საქონლის რბილი ხორცი - 700 გ
მარილი და პილპილი
დაფნის ფოთოლი - 1
როზმარინი - 1 ტოტი
სტაფილო - 1
ნიახურის ღერო - 1
პრასი - 1
მომზადების წესები
ხორცის ნაჭერი შუაზე ისე ჩავჭრათ რომ წიგნივით გადაიშალოს. დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ფარშში დავამატოთ გახეხილი ყველი, დაჭრილი 1 თავი ხახვი, ოხრახუში, მშრალი პიტნა, მარილი და პილპილი.
ფარში დავადოთ ხორცის ნაჭერს, ზემოდან ჩავამწკრივოთ მოხარშული კვერცხები და მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით. დავაფიქსიროთ ძაფით და დავბრაწოთ ტაფაზე ყველა მხრიდან.