ინგრედიენტები
ფქვილი - 250 გრ
სოდა - 1 ჩკ
მარილი - 1 ჩკ
კაკაო - 55 გრ
შაქარი - 300 გრ
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 60 გრ
ზეითუნის ზეთი - 60 გრ
ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩკ
რძე - 280 გრ
ღვინის ძმარი - 1 სკ
ინგრედიენტები მინანქრისთვის
რძე - 100 მლ
კაკაო - 100 გრ
შაქარი - 35 გრ
კარაქი - 1 სკ
კონიაკი - 1 სკ
მომზადების წესები
დაუმატეთ ფქვილს შაქარი, კაკაო, მარილი, სოდა, კარაქი, ზეითუნის ზეთი, ვანილის ექსტრაქი და რძე. ჩატეხეთ 2 ცალი კვერცხი. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და დაამატეთ ძმარი. ისევ ათქვიფეთ.
მზა ცომი გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში.
მინანქარი: დადგით საშუალო ცეცხლზე კაკაო, შაქარი, მწიკვი მარილი, რძე და გამუდმებით ურიეთ. როდესაც კარგად გადნება ყველა ინრედიენტი, დაამატეთ ცოტაოდენი კარაქი და 1 სკ კონიაკი. გააგრძელეთ ხარშვა და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
გამზადებული ბისკვიტი გააცივეთ 15 წუთის განმავლობაში და მოასხით მინანქარი. სურვილისამებრ მორთეთ კენკრით.