ემილი რაქტაკოვსკი ხშირად იღებს მონაწილოეობას გლამურულ და თამამ ფოტოსესიებში, რის გამოც როგორც აღმოჩნდა თავადაც იქცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლად. მოდელმა New-York Magazine-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მასზე ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯონათან ლედერმა იძალადა.
როგორც ირკვევა, 2012 წელს ერთ-ერთი გადაღებისთვის ემილი რატაკოვსკის მოუწია ხელოვანის სახლში დარჩენა, დამღლელი ფოტოსესია კი, რომელიც როგორც წესი 8 საათამდე გრძელდება, მოიცავდა ბიკინისა და თუ შიშველ კადრებს, სწორედ ამიტომ, ლედერმა მას გასამხნევებლად ღვინო შესთავაზა, შემდომ კი, მოდელის მოფერება დაიწყო, რასაც რატაკოვსკის აგრესია მოჰყვა.
აღნიშნულ ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ლედერი და აღნიშნა, რომ 29 წლის მოდელი იტყუება.