იდეალური კექსი ლიმონით და მოცვით

იდეალური კექსი ლიმონით და მოცვით

ინგრედიენტები

ფქვილი - 250 გ

შაქარი - 120 გ

კვერცხი - 2

მაწონი - 200 გ

დარბილებული კარაქი - 80 გ

სოდა - 2/3 ჩ.კ

მოცვი, გაყინული ან ახალი - 150 გ

1 ლიმონის ცედრა

მომზადების წესები

შაქარი და კარაქი ათქვიფეთ სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ ლიმონის ცედრა, შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.  დაამატეთ მაწონი და კვლავ კარგად ათქვიფეთ.

ბოლოს შეურიეთ ფქვილი და სოდა. მიღებულ ცომს დაამატეთ მოცვი და კარგად გადაანაწილეთ.

20-22 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასში ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

მორთეთ შაქრიანი მინანქრით: 2-3 კოვზ ლიმონის წვენს დაამატეთ შაქრის პუდრა იმდენი რომ საშუალო სისქის ემულსია მიიღოთ. მოასხით გაცივებულ კექსს. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით და მოცვით.