ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 5 ს/კ
მწიკვი მარილი
რძე - ან ნაღები 5 ს/კ
ფქვილი - 5 ს/კ
სოდა 0,5 ჩკ
კრემი:
შედედებული რძე - 1 ქილა
ბანანი - 2 ცალი
მოსართავად: - გახეხილი შოკოლადი, ქოქოსის ფანტელი, ან შაქრის პუდრა
მომზადების წესები
კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ შაქარი, მარილი და კვლავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ რძის ფხვნილი, ან ნაღები, ფქვილი და სოდა. უნდა მიიღეოთ ბლინების ცომზე სქელი მასა.
დაასხით ცომი პერგამენტ დაფენილი ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 5-7 წუთის განმავლობაში.
ცხელ-ცხელ ბისკვიტს წაუსვით შედედებული რძე და დაადეთ გაფცქვნილი მთლიანი ბანანები. სწრაფად გადაახვიეთ.
ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან ქოქოსის ფანტელი, ან შაქრის პუდრა.