სამეფო ვაშლის ნამცხვარი „3 ჭიქით“- საჭირო ინგრედიენტები ყველა დიასახლისის ოჯახშია

სამეფო ვაშლის ნამცხვარი „3 ჭიქით“- საჭირო ინგრედიენტები ყველა დიასახლისის ოჯახშია

ინგრედიენტები

ფქვილი - 1 ჭიქა

შაქარი - 1 ჭიქა

მანის ბურღული - 1 ჭიქა

ვაშლი - 5 ცალი

კარაქი - 30 გრ

რძე - 300 მლ

ლიმონის წვენი - 3 სკ

გამაფხვიერებელი - 1 სკ

შაქრის პუდრა – მოსაყრელად

მომზადების წესები

გახეხეთ ვაშლი კანიანად და დაასხით ლიმონის წვენი.

ცალკე ჯამში ჩაყარეთ შაქარი, ფქვილი, მანის ბურღული, გამაფხვიერებელი და მოურიეთ.

უმჯობესია საცხობად გამოიყენოთ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. შიგნით მოათავსეთ საცხობი ქაღალდი.

ვაშლის მასა გაყავით 3 ნაწილად და დაიწყეთ ფენა-ფენა მოთავსება საცხობ ფორმაში თანმიმდევრობით: ფქვილის ნარევი + ვაშლი, უნდა გამოვიდეს 6 ფენა.

რძეში ჩააგდეთ 1 სკ კარაქი და მოადუღეთ, ცხლადვე მოასხით ნამცხვრის ბოლო ფენას. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა რძე კარგად შეიწოვოს ნამცხვარმა.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარი გააგრილეთ და დანის დახმარებით გამოყავით ქაღალდი კიდეებისაგან, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ საცხობი ფორმიდან.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!