ყველასათვის საყვარელი ხრაშუნები - ასფურცელა „ენა“ ხაჭოს ცომით

ყველასათვის საყვარელი ხრაშუნები - ასფურცელა „ენა“ ხაჭოს ცომით

ინგრედიენტები

ხაჭო - 300 გრ

კარაქი - 100 გრ

შაქარი - 120 გრ

ფქვილი - 260 გრ

გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

ვანილი - 1 ჩკ

მწიკვი მარილი

მომზადების წესები

მოათავსეთ ჯამში ხაჭო, კარაქი და მარილი. მოურიეთ კარგად. დაამატეთ შაქარი და გამაფხვიერებელი. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ეს მასა კარგად ინახება, ამიტომ შეგიძლით მოამზადოთ ღამით, შეინახოთ მაცივარში და გამოაცხოთ დილით.

მოაყარეთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ, ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი და ჰაეროვანი. გაყავით ორ ნაწილად, ჩადეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

მოურიეთ შაქარი და ვანილი, 100 გრამი მოაყარეთ ცომს ზემოდან, შემდეგ გადმოატრიალეთ და ქვედა მხარეც დაფარეთ შაქრით. გააბრტყელეთ ცომი. მოკეცეთ ბოლო ნაწილები და დაიწყეთ ფენა-ფენად ერთმანეთზე დადება, რომ მიიღოთ რულეტისებრი ფორმა. შემდეგ დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

ქვედა ნაწილი ამოავლეთ ცომში, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და მიეცით გულისებრი ფორმა. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შაქარი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში. ოქროსფერს რომ მიიღებს, მზად არის.