ქათმის ხორცის მობრაწულა - ნაზი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი

ქათმის ხორცის მობრაწულა - ნაზი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი

ინგრედიენტები

არაჟანი - 100 გ

კვერცხი - 3

ქათმის ფილე - 800 გ

პამიდორი - 2

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბებად და გადავიტანოთ ცხიმწასმულ ღუმელის ფორმაში. ავთქვიფოთ კვერცხი და არაჟანი, დავამატოთ მარილი და პილპილი. მოვასხათ ქათამს, ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი პამიდორი.

შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.