მსახიობმა მიშელ როდრიგესმა, რომელიც „ფორსაჟის“ ფრანშიზაში ლეტის როლს ასრულებს, გაამხილა, რომ სერიის მეცხრე ფილმში გმირები კოსმოსში ხვდებიან. ამის შესახებ Just Jared -ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჭორები იმის შესახებ, რომ ფილმში პერსონაჟები დედამიწის საზღვრებს სცდებიან უკვე დიდი ხნის განმავლობაში დადის, მაგრამ როცა ჟურნალისტმა როდრიგეს ამის შესახებ კითხვა დაუსვა, მსახიობმა მას ასა უპასუხა:
„წარმოუდგენელია! ამის შესახებ როგორ გაიგეთ? აი რა ხდება, როცა ფილმი ეკრანებზე არ გამოდის, მაგრამ ის არ ავიწყდებათ. ხალხი კულისებში იწყებს ჭორაობას. ამის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა“.
როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ პერსონაჟი კოსმოსში არ მოხვედრილა.
„ფორსაჟი 9“ ეკრანებზე 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმის პრემიერა 1 წლით გადაიდო. სურათის ნაწილი საქართველოშია გადაღებული.