შემოდგომა ვაშლის ღვეზელის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ძველებური რეცეპტები მოგბეზრდათ და გსურთ თქვენს ღვეზელს განსხვავებული გემო და სტრუქტურა შესძინოთ, ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
ცომისთვის
ფქვილი - 200 გ
კარაქი - 100 გ
კვერცხის გული - 1 ცალი
არაჟანი - 50 გ
შაქარი - 2 სკ
გამაფხვიერებელი 1/2 ჩკ
შიგთავსისთვის
ხაჭო - 300 გ
კვერცხის გული - 1 ცალი
ვაშლი - 4 ცალი
შაქარი - 7 სკ
ლიმონის წვენი - 1 ჩკ
ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
ცომისთვის: გავალღოთ კარაქი, დავუმატოთ კვერცხის გული, შაქარი, არაჟანი, გამაფხვიერებელი და პურის ფქვილი. მოვზილოთ ცომი და ცხიმწასმულ ღვეზელის ფორმაზე თანაბრად გადავანაწილოთ.
დავიწყოთ შიგთავსის მომზადება: ხაჭოს დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული და ვანილი. კარგად ავურიოთ ხელის მიქსერით. მიღებული მასა გადავანაწილოთ ცომზე.
ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და თავზე დავაწყოთ ღვეზელს. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20–25 წუთით.
სანამ ღვეზელი ცხვება, მოვამზადოთ სტანდარტული ბეზე (კვერცხის ცილა, შაქარი, ლიმონის წვენი). შემდეგ ეს მასა ღვეზელზე გადავანაწილოთ და შევაბრუნოთ ღუმელში 8–10 წუთით.
გამომცხვარი ღვეზელი გააგრილეთ და დაჭერით.