შოკოლადის ნამცხვარი მხოლოდ 2 ინგრედიენტით - ვერ წარმოიდგენთ, ისეთი მარტივი მოსამზადებელია

შოკოლადის ნამცხვარი მხოლოდ 2 ინგრედიენტით - ვერ წარმოიდგენთ, ისეთი მარტივი მოსამზადებელია

ინგრედიენტები

კვერცხი - 5 ცალი

შოკოლადი - 320 გრ

მომზადების წესები

შოკოლადი დაჭერით და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ხშირად ურიეთ, რომ უფრო სწრაფად გადნეს და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. გამდნარ შოკოლადს ცალ-ცალკე შეურიეთ კვერცხის გულები.

კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ ღრუბელივით მასის მიღებამდე (მყარი ბეზე არ გვჭირდება). ნელ-ნელა დაუმატეთ შოკოლადიან მასას და სილიკონის ან ხის კოვზით ამოურიეთ.

გადაიტანეთ ცომი ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ გააფორმეთ შაქრის ფხვნილით.