ინგრედიენტები
ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 1 კგ
მარილი - 2 ს/კ
შავი პილპილი - 2 ს/კ
ორეგანო (თავშავა) - 2 ს/კ
ნიორის ფხვნილი - 2 ს/კ
როზმარინი - 2 ს/კ
ხახვის ფხვნილი - 2 ს/კ
ფქვილი - 700 გ
კვერცხი - 6 ცალი
პურის ნამცეცები - დაახლოებით 2 ჭიქა
მარინარა (ან ტომატი)
ბულგარული წიწაკა - 7 ცალი
გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) - 340 გ
ყველი (სასურველია მოცარელა) - ზემოდან დასადებად
მომზადების წესები
კუბიკებად დარილ ხორცს დავუმატოთ ნივრისა და ხახვის ფხვნილი, მარილი,პილპილი, ორეგანო და როზმარინი. ვურიოთ კარგად, სანამ არ ყველა სუნელი კარგად არ შეერევა. ხორცის ნაჭრები ამოვავლოთ ათქვებილ კვერცხში, პურის ნამცეცებსა და ფქვილში და შევწვათ 200 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.
დავჭრათ ბულგარულები ორ ნაწილად და გულში ჩავურთოთ მარინარა (ან ტომარი),პარმეზანი,შემწვარი ხორცი და ისევ ტომატი.ბოლოს კი თითოეულ ნაჭერს დავადოთ ყველის მოზრდილი ნაჭერი. ვაცხო 25 წუთის განმავლობაში , 200 გრადუს ტემპერატურაზე.