ატრია განსხვავებულად – გოგრის თესლითა და ბეკონით

ატრია განსხვავებულად – გოგრის თესლითა და ბეკონით

ინგრედიენტები

გოგრის თესლი - 120 გრ

ფქვილი - 250 გრ

კვერცხი - 2 ცალი

გოგრის თესლი ზეთი - 1 სკ

ზღვის მარილი - 1 ჩკ

კარაქი - 50 გრ

დაჭრილი ბეკონი

მომზადების წესები

დაფქვით გოგრის თესლები და 60 გრამ ფქვილითან ერთად კარგად ათქვიფეთ.

დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, მარილი და გააგრძელეთ მორევა.

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატთ 150 მლ წყალი და გოგრის თესლის ზეთი.

გადაიტანეთ ეს მასა გამზადებულ ფქვილში და მოზილეთ ცომი.

გააბრტყელეთ და დაჭერით ცომი 1 სმ სისქის ნაჭრებად და მოხარშეთ დამარილებული წყალში. თითო 3 წუთის განმავლობაში და მოაცილეთ ზედმეტი წყალი.

გაადნეთ კარაქი და დაიწყეთ გამოცხობა.

მოაყარეთ დაჭრილი ბეკონი, მარილი და პილპილი გემოვნებით.