მოცემული დოზები გათვლილია 3 ლიტრზე
ინგრედიენტები
მწვანე ლობიო - 1.5 კგ
პომიდორი - 1.5 კგ
ბულგარული წიწაკა - 1 კგ
მწვანე წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 1 ცალი
ოხრახუში - 1 კონა
მარილი - 50 გრ
შაქარი - 120 გრ
მცენარეული ზეთი - 100 გრ
ძმარი 9% - 2 სკ
შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
პარკ ლობიოს კუდები მოაშორეთ და დაჭერით 3-4 სმ სიგრძეზე.
გაასუფთავეთ თესლისაგან მწვანე და ბულგარული წიწაკა. დაჭერით წვრილად. დაუმატეთ ლობიოს.
გაატარეთ პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში და გადაიტანეთ მასა დიდ ჯამში. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ზეთი.
კარგად აადუღეთ და ჩაყარეთ დაჭრილი პარკი ლობიო, მწვანე და ბულგარული წიწაკა.
ადუღეთ 35 – 40 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ნიორი და ძმარი. ხარშეთ 10 – 15 წუთით.
მოაყარეთ მარილი, შაქარი და შავი წიწაკა გემოვნებით.
გადაიტანეთ მასა ქილებში, კარგად მოხუფეთ და შეფუთეთ თბილად.
შეგიძლიათ შეინახოთ როგორც გრილ ადგილას, ასევე ოთახის ტემპერატურაზე.