ინგრედიენტები
მსხალი - 2 კგ
თხილი - 1 კგ
შაქარი - 2 კგ
ვანილი - 1 შეკვრა
წყალი - 1 ჭიქა
მომზადების წესები
წვრილად დაჭრილ მსხალს დავასხათ ერთი ჭიქა წყალი და მოვაყაროთ შაქარი, გავაჩეროთ 3 საათით. შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღოთ.
ცოტა ხანი ვადუღოთ, შემდეგ გადავდგათ და გავაციოთ. ასე გავაკეთოთ მეორე ჯერზეც. ხოლო მესამედ წამოდუღების დროს მოვაყაროთ დაფშვნილი თხილი და ვანილი, თან ვურიოთ.
იდუღოს, სანამ არ შესქელდება. ძალიან შეკრული უნდა იყოს, როგორც სნიკერსი. ჩაასხამთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში და ეგაა.