ამერიკელმა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ფილმის „ნათლია 3“ ალტერნატიული ვერსია გადაიღო. ამის შესახებ გამოცემა Vanity Fair-ი წერს.
კერძოდ, კოპოლამ ფილმის დასაწყისი და ფინალი შეცვალა, ასევე თავიდან დაამონტაჟა გარკვეული სცენები და გააუმჯობესა გამოსახულებისა და ხმის ხარისხი.
სტუდია Paramount-ი ფილმს დეკემბერში გამოუშვეს, როდესაც პირველი ფილმის გადაღებიდან 30 წელი შესრულდება. მოგვიანებით ფილმი სტრიმინგ-სერვისებსა და DVD-ზე გამოვა.
„ნათლია 3“ კინოტრილოგიის ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება. კერძოდ, კინოკრიტიკოსების ნეგატიური შეფასება რეჟისორის შვილის, სოფია კოპოლას მუშაობამ დაიმსახურა.
კინოტრილოგიის 1972 და 1974 წელს გამოსული პირველმა ორმა ფილმმა საერთო ჯამში 9 „ოსკარი“ მოიგო.