საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნისა და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პროკურატურის ინფორმაციით, „ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ, ლეტალურ ოდენობას“.