ფორთოხლის გროგი

ფორთოხლის გროგი

გროგი ბრიტანელი მეზღვაურების სასმელია, რომელიც ცივ დღეებში კარგად გაგათბობთ.

ინგრედიენტები

ფორთოხალი - 1 ცალი

მიხაკი - 5 ცალი

დარიჩინი - 1 ღერი

მუქი რომი - 75 მლ

ვაშლი - 1 ცალი

წყალი - 600 მლ

ყავისფერი შაქარი - 75 გ (შეიძლება ჩაანაცვლოთ თეთრი შაქრით)

მომზადების წესები

ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ დაჭრილი ვაშლი, სანელებლები და შაქარი. ფორთოხალი ჩავაწუროთ ქვაბში და გამოწურული ნაყოფიც ქვაბში ჩავუშვათ. ვხარშოთ თავდახურული 15 წუთის განმავლობაში.

მოხარშული წვენი გადავწუროთ. 3 ჭიქაში გადავანაწილოთ რომი და გავავსოთ მოხარშული სითხით.