დიეტური ჩიფსები გლუტენის გარეშე, რომლებიც სავსეა ვიტამინებით

დიეტური ჩიფსები გლუტენის გარეშე, რომლებიც სავსეა ვიტამინებით

ჩიფსები ყველასათვის გემრიელი სასუსნავია, თუმცა ნაკლებად სასარგებლო. ჭარხლის სასარგებლო თვისებები ყველასათვის ცნობილია, ის გაჯერებულია რიგი ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. შეიცავს რკინას, იოდს, კალციუმს, თუთიას და სხვა. ჭარხლის ჩიფსები ნამდვილად უგემრიელესი და ჯანსაღი საკვებია, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.

ინგრედიენტები

ჭარხალი - 1 ცალი

სელის თესლი - 1/2 ჭიქა

ავოკადოს ზეთი - 1 ს/კ

ხახვის ფხვნილი

ნივრის ფხვნილი

მარილი

პაპრიკა

ფქვილი - გლუტენის გარეშე 1 ჭიქა (+-)

მომზადების წესები

ავიღოთ დიდი ზომის ჭარხალი.გავრეცხოთ და გავთალოთ.

დავჭრათ კუბიკებად.

მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, წვენი შევინახოთ (უმჯობესია ორთქლზე მოხარშვა).

დავაბლენდეროთ სელის მარცვლები

დავუმატოთ დაბლენდერებულ სელის მარცვლებს მოხარშული ჭარხალი, წვენი და ავოკადოს ზეთი. ეს ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ და შემდგომ ამოვიღოთ თასში.

სურვილისამებრ დავუმატოთ ჩიას მარცვლები და შავი სეზამის მარცვლები, ასევე ნივრისა და ხახვის ფხვნილი. დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

ავურიოთ ეს ყველაფერი და დავუმატოთ ცოტაოდენი უგლუტენო ფქვილი. მოვურიოთ კარგად და გავაჩეროთ 15 წუთით.

პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანოთ ჭარხლის მასა, თავზეც პერგამენტის ქაღალდი გადავაფაროთ და გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 5-8 წუთის განმავლობაში

შემდეგ დავჭრათ სასურველ ფორმებად და კვლავ შევდგათ ღუმელში 20 წუთით.

ჭარხლის ჩიფსები მზადაა, რომლებიც შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ და აჭამოთ პატარებსაც.