ორაგული უჩვეულო სოუსით

ორაგული უჩვეულო სოუსით

ინგრედიენტები

თაფლი, თხევადი - 2 ს.კ

სოუსი

ზეთი

ნიორი - 2 კბილი

მარილი და პილპილი

ორაგულის ფილე - 600 გ

სოიოს სოუსი - 6 ს.კ

ძმარი - 2 ს.კ

ზეთი - 1 ს.კ

მომზადების წესები

გასუფთავებულ თევზს წავუსვათ მარილი, პილპილი და დავჭრათ სასურველ ზომაზე. შევწვათ ზეთიან ცხელ ტაფაზე, კანიანი მხარე -ქვემოთ. წვის დროს ტაფაშივე ჩავაგდოთ დანით გასრესილი ნივრის კბილი.

თევზი გადმოვაბრუნოთ და მოვასხათ ცოტა სოუსი, შემდეგ კვლავ გადავაბრუნოთ და მოვასხათ სოუსის ნაწილი. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე, სანამ თევზი არ შეიწვება.