გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე: კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე: კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღეს რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება განმტკიცდა. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანაინიციატორი ჰყავს.კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება. მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.