თუთიყუშმა ჩიკომ, რომელიც ინგლისის ქალაქ ბოსტონში, ველური ბუნების პარკში ბინადრობს, Beyonce-ს ჰიტი If I Were A Boy შეასრულა. ვიდეო პარკის თანამშრომლებმა გადაიღეს და Instagram-ზე ატვირთეს.
მათი განცხადებით, ჩიკოს რეპერტუარში ასევე ლედი გაგას Poker Face და კეტი პერის Firework-ი შედის. ჩიკო 9 წლისაა, თუმცა ველური ბუნების პარკში ის წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა. ჩიკოს მუსიკალური კარიერისთვის თვალყურის დევნა ახლა უკვე Instagram-ზე იქნება შესაძლებელი, სადაც პარკის პერსონალმა მისთვის სპეციალური გვერდი შექმნეს.